Thumbnail

მაიამის მასტერსიც ჩაიშალა – ჩოგბურთი აპრილის ბოლომდე აღარ იქნება?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

კორონავირუსის პანდემიის გამო, მაიამის მასტერსი, რომელიც ორიოდ კვირაში უნდა დაწყებულიყო, აღარ ჩატარდება. შეზღუდვა ეხება როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ტურნირებს, რომლებიც საჩოგბურთო სამყაროში ძალიან პრესტიჟულად მიიჩნევა.

აღნიშნული მოსალოდნელი გახლდათ მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მარტში დაგეგმილი ინდიან ველსის ტურნირი, თუმცა, როგორც სჩანს, ეს, მხოლოდ დასაწყისია.

ცნობილი გახდა ისიც, რომ აღარ ჩატარდება ფედერაციის თასის ფინალური შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 14-19 აპრილს გახლდათ დაგეგმილი.

ამავდროულად, The New York Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ ATP და WTA მათი ეგიდით დაგეგმილი ყველა იმ ღონისძიების გაუქმებას აპირებენ, რომლებიც აპრილის ბოლომდე უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები