Thumbnail
  • საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
  • საქართველო-რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება
  • ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა 

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, რომელიც 14 მარტს თბილისშია დაგეგმილი, უმაყურებლოდ ჩატარდება. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • რუსეთი

ქართველი და რუსი მორაგბეები 14 მარტს ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

მატჩთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს:

"ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად".

მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთი სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო. ჯერაც გაურკვეველია, რა ბედი ელის ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები