Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი წრის საპასუხო მატჩში ლივერპულმა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა, 1:0 მოუგო, მაგრამ დამატებით დროის შემდეგ 2:3 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში მადრიდში ატლეტიკომ 1:0 მოიგო, მაშინ გამარჯვების გოლი საულ ნიგესმა გაიტანა. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა ტიტული ვერ დაიცვა, მეოთხედფინალში კი ატლეტიკო გავიდა, რომელმაც ორი მატჩის ჯამში 4:2 იმარჯვა. 

პირველ ტაიმში ლივერპულის უპირატესობა ნელ-ნელა იზრდებოდა, ერთხელ ატლეტიკო გოლისგან იან ობლაკმა იხსნა, თუმცა 43-ე წუთზე ისიც უძლური იყო.

1:0 ვეინალდუმი 43'

მარჯვენა ფლანგიდან ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ჩააწოდა და თავით ყველას ჟორჟინიო ვეინალდუმმა აჯობა. 

მეორე ტაიმიც ლივერპულის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ან ობლაკი იღებდა რთულ ბურთებს, ან ატლეტიკოს ხარიხა შველოდა.

ბოლო წამებზე ატლეტიკომ გაათანაბრა, მაგრამ აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან. დაინიშნა დამატებითი ტაიმები.

2:0 ფირმინო 94'

რობერტო ფირმინომ ყველას დაასწრო და კარიდან გამოვარდნილ ბურთს პირველმა მიასწრო.

2:1 მ. ლორენტე 97'

ადრიანის შეცდომას მოყვა ჟოაო ფელიქსის პასი მარკოს ლორენტეზე და ამ უკანასკნელმა მოჭრილი დარტყმით გაიტანა.

2:2 მ. ლორენტე 105+1'

ლორენტემ კონტრშეტევაზე დუბლი შეასრულა და დაპირისპირების ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

2:3 მორატა 120+1'

ალვარო მორატამ საგოლე პასის შემდეგ თავადაც გამოიჩინა თავი და მატჩს წერტილი დაუსვა.

ლივერპული 1:0 (2:3 დ.დ.) ატლეტიკო

გოლები: 1:0 ვეინალდუმი (43), 2:0 ფირმინო (94), 2:1 მ. ლორენტე (97), 2:2 მ. ლორენტე (105+1), 2:3 მორატა (120+1)

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი (106. ფაბინიო), ვეინალდუმი (106. ორიგი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (82. მილნერი) - სალაჰი, ფირმინო (113. ფირმინო), მანე

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი (91. ვრსალიკო), სავიჩი, ფელიპე, ლოდი - კოკე, საული, თომასი, ა. კორეა (106. ხიმენესი) - დიეგო კოშტა (56. მ. ლორენტე), ჟოაო ფელიქსი (103. მორატა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლასკი
  • X
  • იუნაიტედი

კომენტარები

ბოლო ამბები