Thumbnail

უეფას გადაწყვეტილებით, ვროპალიგის ⅛-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები - სევილია-რომა და ინტერი-ხეტაფე გადადებულია. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური საიტი იუწყება. 

"ესპანეთსა და იტალიას შორის მგზავრობასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რომელიც გუშინ ესპანეთის ხელისუფლებამ დააწესა, მატჩები: სევილია-რომა და ინტერი-ხეეტაფე, თავდაპირველად დაგეგმილ დროს აღარ გაიმართება. შეხვედრები 2020 წლის 12 მარტს უნდა ჩატარებულიყო. ამ ორი თამაშის გამართვის თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული უახლოეს მომავალში იქნება", - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების გამო იტალიაში განსაკუთრებული მდგომაროებაა

მანამდე ხეტაფეს პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ გუნდი იტალიაში სათამაშოდ მანამდე არ გაემგზავრება, სანამ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ გაუმჯებესდება. 

რომა სევილიაში სათამაშოდ იმის გამო ვერ გაემგზავრა, რომ ესპანურმა მხარემ თვითმფრინავის ქვეყანაში დაშვების ნება არ დართო. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექციის COVID-19-ის ცენტრი ევროპაში სწორედ იტალიაა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაფიქსირდა გარდაცვალების 600-ზე მეტი შემთხვევა. იტალიაში 3 აპრილამდე ყველა სპორტული ღონისძიების გამართვა უკვე აკრძალეს.  

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლასკი
  • X
  • იუნაიტედი

კომენტარები

ბოლო ამბები