Thumbnail
  • 26 და 31 მარტს კონმებოლის ეგიდით 10 თამაში უნდა ჩატარებულიყო
  • მატჩების გაუქმების მიზეზი ამჯერადაც კორონავირუსია

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის ზონის საკვალიფიკაციო მატჩები, რომლებიც მარტის ბოლოს იყო დაგეგმილი, გაურკვეველი დროით გადაიდო.

ცხადია, მიზეზი ამჯერადაც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსია, რომელმაც სპორტული კალენდარი უკვე თავდაყირა დააყენა.

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია (კონმებოლი) ჯერჯერობით ვერ აცხადებს, როდის ჩატარდება გადადებული მატჩები, რადგანაც შემდგომი მოვლენების პროგნოზირება შეუძლებელია.

ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკის ზონაში 26 და 31 მარტს, საწყისი 2 ტურის ეგიდით 10 მატჩი უნდა ჩატარებულიყო.

მატჩების გადადების თაობაზე კი, პირველი ინფორმაცია პერუს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

“ჩვენ უკვე გვაცნობეს, რომ შესარჩევი ციკლი მარტის ბოლოს არ დაიწყება. ყველანი ველით ახალი თარიღების დაწესებას, რათა მზადების პროცესი შესაბამისად დავგეგმოთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები