Thumbnail
  • ოსტენდე 75:69 იბეროსტარ ტენერიფე
  • გიორგი შერმადინის 19 წულა და 5 მოხსნა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი წრის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე ბელგიაში ოსტენდესთან დამარცხდა - 69:75. პირველი მატჩი ესპანურმა კლუბმა 85:75 მოიგო. ასე რომ, ყველაფერს მესამე მატჩი გაარკვევს.

გადამწყვეტი შეხვედრა კანარის კუნძულებზე გაიმართება, მაგრამ მაყურებლის გარეშე. ამ წყვილის გამარჯვებულს 1/4 ფინალში სარაგოსა ელის.

გიორგი შერმადინი სასატარტო შემადგენლობაში იყო. მან 19:59 წუთში 19 ქულა მოუტანა ესპანურ გუნდს. თამაშიდან 10-დან 6 სროლა ზუსტი იყო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან - 8-დან 7. მის ანგარიშზეა 5 მოხსნა და 1 პასი. გიორგიმ 4-ჯერ დაარღვია წესი და 2-ჯერ დაკარგა ბურთი. მისი კოეფიციენტი მინუს ათი იყო, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით (18) გუნდში და მატჩში საუკეთესო იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები