Thumbnail
  • ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი მეორე დონის ეროვნული გუნდის რებრენდინგს გეგმავს
  • ALL BLACKS XV ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სამ შეხვედრას ჩაატარებს

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა მეორე დონის ეროვნული გუნდის რებრენდინგი დააანონსა. გარდა ამისა, ახალზელანდიელებმა განაცხადეს, რომ მეორე დონის ეროვნული გუნდი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სამ თამაშს ჩაატარებს.

გუნდს, რომელსაც ახალი ზელანდიის A ნაკრები ერქვა და შემდეგ Junior All Blacks - All Blacks XV ეწოდა.

All Blacks XV პირველ მატჩებს ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის პირველ ორ კვირაში გამართავს - სამ მატჩში ის მორაგბეები გამოიცდებიან, რომლებსაც შემდგომში ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის დიდი პერსპექტივა აქვთ.

ეს იქნება ფანტასტიკური შესაძლებლობა ახალგაზრდა მორაგბეებისთვის, რათა ეროვნული ნაკრებისთვის მოემზადონ. ამ ნაკრებში ის მორაგბეებიც ითამაშებენ, რომლებსაც ეროვნულ ნაკრების მაისური უკვე მოურგიათ, თუმცა ეროვნულ გუნდში ვეღარ ხვდებიან.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში აცხადებენ, რომ ALL BLACKS XV გახდება რეგულარული ეროვნული გუნდი, რომელიც მეორე დონის ქვეყნებთან ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია, სად და ვისთან ჩაატარებს All Black XV პირველ მატჩებს. მეორე დონის ეროვნული ნაკრებები, რომლებიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არიან: საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, კანადა, აშშ და ასევე იაპონიაც.

რა თქმა უნდა, ახალზელანდიელებს ძლიერ მეტოქეებთან თამაში სურთ. ჩამოთვლილი ნაკრებებიდან კი საქართველო მოწინავეთა შორისაა. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი და ვისთან ჩაატარებენ ისინი პირველ შეხვედრებს.

თუ მეორე დონის გუნდი მატჩებს რეგულარულად ჩაატარებს, სავარაუდოდ, ისინი ერთხელ საქართველოსაც ეწვევიან. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი პირველ მატჩს ხვალ დააანონსებს.

კომენტარები

ბოლო ამბები