Thumbnail
  • სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილება
  • ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩი ბრატისლავაში უმაყურებლოდ გაიმართება
  • ყველაფერი მთავარ თამაშზე

26 და 31 მარტს ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები გაიმართება. პლეი ოფში მონაწილე 16 გუნდიდან, რომელთა შორისაც საქართველოს ნაკრებიცაა, ევროპის ჩემპიონატის საგზურს 4 ნაკრები მოიპოვებს.

მსოფლიოში გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა ეს ტურნირიც საფრთხის ქვეშ დააყენა. ერთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მარტს სლოვაკეთისა და ირლანდიის ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი ბრატისლავაში ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება. 

ორშაბათს სლოვაკეთის მთავრობამ 14 დღით სპორტული ღონისძიებების შეჩერების გადაწყვეტიება მიიღო. არადა, ამ ქვეყანაში კორონავირუსის სულ 7 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

სლოვაკეთისა და ირლანდიის მატჩი, რადგან საერთაშორისო მნიშვნელობისაა, გაიმართება, ოღონდ მაყურებლის გარეშე. ფანებს, რომელთაც უკვე შეიძინეს ბილეთები, თანხა აუნაზღაურდებათ. 

ამ წყვილში გამარჯვებული, ფინალს სტუმრად ითამაშებს ბოსნია ჰერცეგოვინა V ჩრდილოეთ ირლანდია მატჩის გამარჯვებულთან. ეს ევრო 2020-ის B გზის მატჩებია. შეგახსენებთ, რომ D გზის მატჩში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ფინალსაც თბილისში ითამაშებს (31 მარტს). 

კომენტარები

ბოლო ამბები