Thumbnail

საქართველოს მეტოქე სომხეთის ნაკრები სევილიის ყოფილმა მწვრთნელმა ჩააბარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ხოაკინ კაპაროსი სომხეთის ნაკრებს 2021 წლის 30 ნოემბრამდე უხელმძღვანელებს
  • 64 წლის ესპანელ სპეციალისტს ბილბაოში, დეპორტივოსა და სევილიაში უმუშავია
  • სომხეთის და საქართველოს ნაკრებები ერთა ლიგაში ჯგუფში მეტოქეები არიან 

უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე სომხეთის ეროვნულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ხოაკინ კაპაროსი. 64 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც ბილბაოში, დეპორტივოსა და სევილიაში მუშაობითაა ცნობილი, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 2021 წლის 30 ნოემბრამდე ითანამშრომლებს.

სომხეთის ეროვნულ გუნდს მანამდე აბრაამ ხაშმანიანი წვრთნიდა, რომელმაც თანამდებობა 3-თვიანი მუშაობის შემდეგ, 12 თებერვალს დატოვა.

სომხეთის ნაკრები ერთა ლიგაში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა

კაპაროსის დებიუტი ახალ თანამდებობაზე უკვე 26 მარტს შედგება - სომხეთის ნაკრები ამხანაგურად სტუმრად უზბეკეთს ეთამაშება, 4 დღის შემდეგ კი სპარინგს ალმათიში ყაზახეთთანაც გეგმავს. 

"წინადადება დიდი ხნის წინ მივიღე, მაგრამ ვფიქრობდი, რადგან ძნელია სახლიდან წასვლა. მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე გადააწყვიტე და ახლა სომხეთში მივეგზავრები", - განაცხადა სპეციალისტმა, რომელსაც ცნობილია, რომ ქრონიკული ლეიკემია აქვს.

 ხოაკინ კაპაროსს თავის სამწვრთნელო კარიერაში ძალიან ბევრ კლუბში უმუშავია, ყველაზე დიდი პერიოდი კი სევილიასთან აკავშირებს, რომელსაც 2000-05 წლებში, ასევე 2017/18 და 2019/20 წლების სეზონებში წვრთნიდა. სპეციალისტის განსაკუთრებული მიღწევები არსად ჰქონია. მისმა გაწვრთნილმა ბილბაომ ესპანეთის თასის ფინალში (2008/09) და ესპანეთის სუპერთასზე (2009) ითამაშა, თუმცა ორივე შემთხვევაში ბარსელონასთან დამარცხდა.

რეალში გადასვლამდე სერხიო რამოსი კაპაროსის სევილიაში თამაშობდა

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონში საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგა C-ში იასპარეზებს, სადაც მე-2 ჯგუფში მეტოქეებად, სომხეთის გარდა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესტონეთი ეყოლება. საქართველოს ნაკრები სომხეთს 8 ოქტომბერს სტუმრად ეთამაშება, 13 ნოემბერს კი შინ მიიღებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები