Thumbnail

‘ეს, ჩვენთვის დიდი დარტყმაა’ – ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ჩაშლილ გრან პრიზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ოლიმპიადის ლიცენზიების მხრივ პრობლემა არ გვაქვს’
  • გიორგი ათაბეგაშვილმა IJF-ის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა კომენტარი გააკეთა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც აპრილის ბოლომდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმებულ იქნა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, არ ჩატარდა მაროკოს ქალაქ რაბათში დაგეგმილი გრანდ სლემი, ახლა კი, შეზღუდვა ეკატერინბურგის გრანდ სლემსა და თბილისსა და ანტალიაში დაგეგმილ გრან პრის ეტაპებს შეეხო. ათაბეგაშვილმა განცხადება საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

“თბილისის გრან-პრი მეშვიდედ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის საფრთხის გამო, საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, 30 აპრილამდე გასამართი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ყველა ტურნირი გაუქმებულიყო.

არადა, წელს 90 ქვეყნის ათასამდე სტუმარი დარეგისტრირდა, მათ შორის, 700-მდე მონაწილე. ჯერ-ჯერობით უცნობია, თბილისის გრან-პრი წელს გაიმართება თუ არა.

მისი არგამართვა ჩვენთვის დიდი დარტყმაა. თუმცა, იმედია, პრობლემა მთელს მსოფლიოში მალე მოგვარდება და მოგვეცემა საშუალება, თბილისის გრან-პრის მეშვიდედ ვუმასპინძლოთ.

ოლიმპიადამდე დარჩენილია ბაქოს გრანდ-სლემი, ასევე მაისში – მასტერსის ტურნირი. მათი გამართვაც გლობალური საფრთხიდან გამომდინარე გადაწყდება.

რაც შეეხება ლიცენზიებს, ჩვენ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს, თუმცა, პოზიციების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობა აუცილებელია“.  

კომენტარები

ბოლო ამბები