Thumbnail
  • 📅 12 მარტი | ⌚ 00:00 | ⚽  პსჟ V დორტმუნდი
  • გერმანელებმა დორტმუნდში 2:1 მოიგეს

"პარკ დე პრენსზე" უჩვეულო სიმშვიდე იქნება, პსჟ-ს ორ-მატჩიანი დაპირისპირების შემოტრიალება ფანების დახმარების გარეშე მოუწევს. მიზეზი ცხადია - კორონავირუსის საფრთხე.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • პსჟ
  • დორტმუნდი

ამ გუნდების პირველი თამაში "სიგნალ იდუნა პარკზე" გერმანელებმა 2:1 მოიგეს. ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა დორტმუნდის მაისურით, მაგრამ ნეიმარმაც გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა ნორვეგიელი არ გაჩერდა და დუბლის შესრულება შეძლო და ახლა ბორუსიას მცირე უპირეტესობა აქვს. 

კილიან მბაპეს თამაში საეჭვოა

თომას ტუხელის გუნდში ტრავმის გამო დორტმუნდთან ვერ ითამაშებს ანდერ ერერა. დისკვალიფიკაცია აქვთ თომას მონიესა და მარკო ვერატის. საეჭვოა დაგბასა და მბაპეს თამაში. დორტმუნდს არ ეყოლება თომას დელეინი და გუნდის ლიდერი მარკო როისი, ორივე ტრავმირებულია. 

თომას ტუხელი (პსჟ-ს მწვრთნელი): "2:1-ია პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენ კი წინ "მეორე ტაიმი" გველის. ყველანაირი შანსი გვაქვს, რომ ეს დუელი მოვიგოთ. ტიაგო სილვა აუცილებლად ითამაშებს დორტმუნდთან და ეს მარკინიოსისთვის პოზიციის შეცვლის შანსს მოგვცემს. ახლა მთავარია, ყველაფერი სწორად დავგეგმოთ".

ლუსიენ ფავრი (დორტმუნდის მწვრთნელი): "ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იმის ჩათვლით, რომ ჩვენ პარიზშიც მოვიგოთ. პირველი თამაში უკეთესი სხვაობით უნდა მოგვეგო, რის შანსიც იყო. დორტმუნდში კარგად ვითამაშეთ, გლადბახთან თამაშშიც ბრწყინვალედ გამოვიყურებოდით. ასე რომ, პარიზშიც შევუტევთ". 

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-4-2): ნავასი - კერერი, ტიაგო სილვა, კიმმპემბე, კურზავა - დი მარია, მარკინიოსი, გიე, ნეიმარი - კავანი, მბაპე

დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - ზაგადუ, ჰუმელსი, პიშჩეკი - ჰაკიმი, ჯანი, ვიტსელი, გერეირო - სანჩო, ჰაალანდი, ბრანდტი

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონთა ლიგაში პარიზელების ბოლო 30 მატჩიდან 26-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ტურნირში 2.5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა დორტმუნდის ბოლო 4 შეხვედრაში.

⚽ ლუსიენ ფავრი მთავარი მწვრთნელის რანგში თომას ტუხელს 10-ჯერ დაუპირისპირდა. აქედან 7-ჯერ შვეიცარიელმა არ წააგო (6 მოგება, 1 ფრე).

⚽ ჩემპიონთა ლიგაში დორტმუნდის ბოლო 4 შეხვედრაში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა.

⚽ პსჟ ტურნირში ბოლო 15 მატჩიდან 10-ში გოლის გატანას პირველ ტაიმში ახერხებდა, დორტმუნდი კი შესვენებამდე გოლს ლიგის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში უშვებდა. 

⚽ ამ გუნდების სამივე დაპირისპირების პირველი ტაიმები 0:0 დასრულდა. 

გამოკითხვა

ვინ გაუტანს დორტმუნდს?

  • კილიან მბაპე
  • ნეიმარი
  • ორივე გაუტანს
  • ვერცერთი

კომენტარები

ბოლო ამბები