Thumbnail

წყალბურთელთა კალენდარი ცნობილია - როტერდამში ოლიმპიადის საგზურისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრები როტერდამში 22-29 მარტს ითამაშებს
  • ტოკიო 2020-ის საგზურს 3 საუკეთესო მიიღებს

ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) ოფიციალურად ჩამოთვალა ის 12 ნაკრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში და მათთვის კალენდარიც შეადგინა. 

შეგახსენებთ, რომ 22-29 მარტს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაგეგმილ შეჯიბრში საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებიც მიიღებს, რომელსაც ეს პატივი ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გასვლით ერგო.

როტერდამის საკვალიფიკაციო ტურნირი

A ჯგუფი: საბერძნეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, კანადა, საქართველო, თურქეთი

B ჯგუფი: ხორვატია, გერმანია, რუსეთი, რუმინეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი

ამ დღეებში დამტკიცებული კალენდრის თანახმად, რევაზ ჩომახიძის მიერ გაწვრთნილი ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩს 22 მარტს საბერძნეთთან ჩაატარებენ, შემდეგ კი, თურქეთთან (23), კანადასთან (24), ბრაზილიასთანა (25) და მონტენეგროსთან (26) თამაშებია.

ზურაბ რურუასა და მის თანაგუნდელებს რთული შეხვედრები ელით

A ჯგუფის კალენდარი

22 მარტი

საქართველო – საბერძნეთი
კანადა – ბრაზილია
თურქეთი – მონტენეგრო

23 მარტი

საბერძნეთი – ბრაზილია
მონტენეგრო – კანადა
საქართველო – თურქეთი

24 მარტი

ბრაზილია – მონტენეგრო
თურქეთი – საბერძნეთი
კანადა – საქართველო

25 მარტი

საბერძნეთი – მონტენეგრო
საქართველო – ბრაზილია
თურქეთი – კანადა

26 მარტი

მონტენეგრო – საქართველო
კანადა – საბერძნეთი
ბრაზილია – თურქეთი 

საკვალიფიკაციო შეჯიბრის ფორმატის თანახმად, 2 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში 4-4 საუკეთესო ნაკრები გავა, რომლებიც შემდეგნაირად დაწყვილდებიან: 1A – 4B, 1B – 4A, 2A- 3B, 2B – 3A.

გუნდები თამაშს ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ, 3 საუკეთესო ნაკრები კი ტოკიო 2020-ის საგზურს მოიპოვებს.

მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟ წყალბურთელთა ტურნირში 12 ნაკრებს ვიხილავთ, რომელთაგან ცხრის ვინაობა უკვე ცნობილია.

ესენი მასპინძელი იაპონია, სერბეთი (მსოფლიო ლიგის გამარჯვებული), იტალია, ესპანეთი (მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტები), აშშ (პან ამერიკული თამაშების გამარჯვებული), ავსტრალია (ოკეანეთის ქვოტა), სამხრეთ აფრიკა (აფრიკის ქვოტა), უნგრეთი (ევროპის ჩემპიონი) და ყაზახეთი (აზიური თამაშების გამარჯვებული) არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები