Thumbnail
  • საფეხბურთოს შემდეგ, შეზღუდვა სარაგბო მატჩებსაც შეეხო
  • გადაწყვეტილება ესპანეთის კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, რომელიც 14 მარტს არის დაგეგმილი, საქართველოს ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს, პორტუგალია ესპანეთს ესტუმრება, ხოლო რუმინეთი ბელგიას დაუხვდება.

ესპანეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საფეხბურთოს შემდეგ, სარაგბო მატჩებიც უმაყურებლოდ ჩატარდება.

შესაბამისად, ქომაგი ვერც ესპანეთისა და პორტუგალიის მოახლოებულ შეხვედრას დაესწრება.

ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის მე-4 ტურში "ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული მე-12-ედ მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები