Thumbnail

‘ბითაძე თავის საქმეს კარგად აკეთებს’ – მაკმილანი სათადარიგოებით კმაყოფილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნეიტ მაკმილანმა 20 წლის ქართველი ცენტრი შეაქო
  • გოგა ბითაძეს საშუალოდ 3.1 ქულა და 2.0 მოხსნა აქვს

ინდიანა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა გუნდში სათადარიგოების როლზე ისაუბრა და ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძეც ახსენა.

“ჩვენი სათადარიგოთა სკამი ძალიან სოლიდურად გამოიყურება, ტრავმირებული მოთამაშეები მოგვიმრავლდა, მაგრამ ისეთი ბიჭები, როგორებიც ედ სამნერი, ჯაკარ სამპსონი და გოგა ბითაძე არიან, მოედანზე გასვლის შემდეგ, თავის საქმეს კარგად აკეთებენ”.

შეგახსენებთ, რომ პეისერსს NBA-ში ბოლო 6 მატჩიდან 5 აქვს მოგებული და 39 გამარჯვებითა და 25 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.

კონკრეტულად ბითაძეს ბოლო პერიოდში ყველაზე შედეგიანი მატჩი მილუოკისთან (5 მარტს) ჰქონდა, როდესაც 8 წუთში 9 ქულა მოაგროვა.

ამ დროისთვის, გოგას ლიგაში 49 თამაში აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.7 დაფარება.

ინდიანას მომდევნო მატჩი 11 მარტის დილას, შინ, ბოსტონ სელტიქსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები