Thumbnail
  • 30 წლის ფეხბურთელი რომამ გასულ ზაფხულს დაიმატა
  • ინგლისელის შეძენა არსენალს და ტოტენჰემს სურს

კრის სმოლინგი გასულ ზაფხულს მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარის წესით იტალიურ რომაში წავიდა და იქ შეთანხმების თანახმად, სეზონის ბოლომდე ანუ 2020 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

მიუხედავად ამისა, კრის სმოლინგს ბევრი მსურველი გამოუჩნდა. ერთ-ერთი გამორჩეული ტოტენჰემია. გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, ინგლისელი ფეხბურთელის დამატება სურს. პორტუგალიელ სპეციალისტს ფეხბურთელთან მანჩესტერში ყოფნის დროს უმუშავია. 

"დეზების" მცველს იან ვერტონგენს კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში გასდის და დიდი ალბათობით ბელგიელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, სმოლინგს კი მის შემცვლელად განიხილავენ.

თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში ფავორიტი ასევე ლონდონური კლუბი არსენალია. "მეთოფეების" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას, მისი დამატების იმედი აქვს. ლონდონურ კლუბი დაცვის ხაზის არასტაბილურობით გამოირჩევა და მოთამაშეების დამატება საჭიროა.

თავად რომას სურს, რომ სმოლინგი გამოისყიდოს და დაიტოვოს. იუნაიტედსა და იტალიურ კლუბს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიდის, თუმცა ორი კლუბი ფეხბურთელის თანხაზე ვერ თანხმდება, რამაც შესაძლოა არსენალს და ტოტენჰემს მისი დამატების შანსი გაუზარდოს.

კრის სმოლინგმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 2 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • ლაიპციგი
  • ტოტენჰემი
გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • სიტი
  • X
  • არსენალი

კომენტარები

ბოლო ამბები