Thumbnail

PREVIEW | ატლეტიკოსთან მატჩზე ენფილდი გაივსება - მერსისაიდში ვირუსი არ აშინებთ

  • 📅 12 მარტი | ⌚ 00:00 | ⚽ ლივერპული V ატლეტიკო
  • ლივერპული არაფერს ცვლის - მატჩზე მაყურებლები დაიშვებიან

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის მეორე მატჩში, ლივერპული ენფილდზე მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა მადრიდში დიეგო სიმეონეს გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც ესპანელებმა საულის გოლით - 1:0 მოიგეს.

როგორც ირკვევა, სხვა ევროთასებზე მოასპარეზე გუნდებისგან განსხვავებით, ლივერპულში მატჩი მაყურებელთა დასწრებით ჩაივლის. "გთხოვთ მიიღოთ ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომა" - ასე მოუწოდებს მერსისაიდული კლუბი გულშემატკივრებს.

გამოკითხვა

ვინ გავა 1/4 ფინალში?

  • ლივერპული
  • ატლეტიკო

ბრიტანეთში ბოლო მონაცემებით 25,000-მდე მოქალაქე შეამოწმეს, საიდანაც ვირუსი Covid-19-ი 319-ს აღმოაჩნდა, აქედან ლივერპულის რეგიონში - ჩრდილო-დასავლეთში 35 შემთხვევა დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - ნადინ დორიეც ინფიცირებულთა რიცხვშია.

ლივერპულს ყველაზე დიდი დანაკლისი მეკარის სახით აქვს - ალისონი მატჩს გამოტოვებს და მის ნაცვლად მერსისაიდელთა კარს ესპანელი - ადრიანი დაიცავს. ასევე შესაძლოა ვერ ითამაშოს კლუბის ინგლისელმა კაპიტანმა - ჯორდან ჰენდერსონმა, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აწუხებს.

საინტერესო ფაქტები

⚽ ესპანური გუნდების წინააღმდეგ ლივერპულის ევროთასებზე ნაჩვენები შედეგები ასეთია - 6 მოგება, 7 ფრე და 5 წაგება.

⚽ ლივერპულმა პირველ ტაიმში 2 და მეტი გოლი დეკემბრის შემდეგ პირველად გასულ კვირას ბორნმუთის წინააღმდეგ გაიტანა.

⚽ მადრიდის ატლეტიკო ბოლო 6 მატჩია დაუმარცხებელია - 3 მოგება, 3 ფრე. პირველი გოლი ბოლო 3 შეხვედრაში მადრიდელებმა პირველ 25 წუთში გაუშვეს.

⚽ სიმეონეს გუნდმა ევროთასებზე გამართული ბოლო 6 გასვლითი შეხვედრიდან 4 წააგო! 1 ფრედ ითამაშა და ერთის მოგება მოახერხა.

⚽ ესპანელთა რიგებიდან თუ ჟოაო ფელიქსმა გაიტანა, როგორც წესი იმ მატჩს 'ატლეტი' არ აგებს - 5 მოგება, 1 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ადრიანი - ალექსანდრ-არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ფაბინიო, ვაინალდუმი, სალა, ფირმინო, მანე.

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიე, სავიჩი, ფელიპე, ჰერმოსო - კორეა, საული, იორეტე, კოკე - ფელიქსი, კოშტა.

მატჩს გამოტოვებენ

ლივერპული: ალისონი, კლაინი, შაჩირი, ჰენდერსონი (შესაძლოა გამოტოვოს)

ატლეტიკო: პოვედა, ლემარი (შესაძლოა გამოტოვოს), მორატა (შესაძლოა გამოტოვოს)

კომენტარები

ბოლო ამბები