Thumbnail

მირცხულავას ლელო დაუფასდა - ქართველი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოიონა 40:21 გრენობლი
  • ირაკლი მირცხულავამ მიმდინარე სეზონში მე-2 ლელო დადო

ირაკლი მირცხულავას ოიონამ PRO D2-ის 23-ე ტურში გრენობლს უმასპინძლა და მეტოქეს 19 ქულით მოუგო - 40:21. მირცხულავამ მიმდინარე სეზონში მე-2 ლელო გაიტანა. ირაკლიმ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თავი მატჩის 30-ე წუთზე გამოიჩინა.

ქართველი ბურჯი 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ოიონამ მატჩი გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა. მირცხულავას გუნდმა მეტოქეს 4 ლელო დაუდო და ბონუს ქულაც მოიპოვა. ოიონა 67 ქულით მე-4 ადგილზეა და TOP 14-ში დაბრუნებისთვის იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა გამოცემამ Midi Olympique ირაკლი მირცხულავა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა. ქართველი მორაგბის გარდა, საუკეთესო XV-ში მისი ორი თანაგუნდელიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები