Thumbnail

საფრანგეთი-ირლანდიაც გადაიდო – 6 ერის დასკვნითი ტური ჩაშლის პირასაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მიზეზი ამჯერადაც კორონავირუსია
  • ეს, უკვე მე-3 გაუქმებული თამაშია

სარაგბო 6 ერის დასკვნითი ტური, რომელიც 14 მარტს გახლავთ დანიშნული, ჩაშლის პირასაა. ცხადია, აღნიშნულის მიზეზი ისევ კორონავირუსია, რომელიც სპორტულ სამყაროსაც არ ინდობს.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ არ ჩატარდებოდა იტალიისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩი, დღეს, საფრანგეთისა და ირლანდიის დაპირისპირება გადაიდო, რიგში კი, უელსი-შოტლანდიის თამაში დგას.

ფრანგულ-ირლანდიური შერკინება პარიზულ სტად დე ფრანსეზე იყო დანიშნული, თუმცა, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მატჩი აღარ შედგება.

საფრანგეთში ოფიციალურად აიკრძალა სხავადასხვა ღონისძიებებზე ათას ადამიანზე მეტის თავშეყრა, 6 ერის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაზე კი, ცხადია, გაცილებით მეტ ქომაგს ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული 2 მატჩის გარდა, არ ჩატარებულა ირლანდიისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრა, რომელიც 7 მარტს იყო დაგეგმილი.

უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთისა და ირლანდიის დაპირისპირება, შესაძლოა, 31 ოქტომბერს ჩატარდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები