Thumbnail
  • ქვიშის ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში გაიმართება
  • ქალები: რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო
  • კაცები: პოლონეთი, უკრაინა, შვედეთი, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო

2020 წლის 3-5 ივლისს, ბათუმში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში ქალებსა და კაცებს შორის. გაირკვა მონაწილე გუნდები და გაიმართა წილისყრაც. ევროპის ჩემპიონატები იმართება ბათუმსა და სალონიკიში (საბერძნეთი). ბათუმში ითამაშებენ რუსეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთის, თურქეთის და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებები, ხოლო კაცთა ტურნირზე: პოლონეთი, უკრაინა, შვედეთი, რუმინეთი, თურქეთი და საქართველო

ქვიშის ხელბურთში ევროპის ხელბურთის ფედერაციის მთავარი ტურნირია EHF ევრო, რომელიც გაიმართება 2021 წელს. 2020 წლის ორ ჩემპიონატზე: ბათუმსა და სალონიკიში გათამაშდება სწორედ 2021 წლის ევროს საგზურები: ბათუმის ჩემპიონატიდან ტურნირზე მოხვდება ქალთა და კაცთა 4-4 საუკეთესო გუნდი, ხოლო სალონიკის ტურნირიდან ქალთა 4 და კაცთა 5 საუკეთესო ნაკრები.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის ლოგოტიპის კონკურსი, რომელსაც ორმოცამდე ქართველი დიზაინერი გამოეხმაურა. კონკურსში წარმოდგენილი იყო არაერთი საინტერესო ვერსია. ჟიურიმ დიზაინერ შოთა ფუნთუშაშვილის ნამუშევარი გამოარჩია. ლოგოს კონცეფცია ხაზს უსვამს ქვიშის ხელბურთს - მასში გამოყენებულია საქართველოს დროშის, მზის, ქვიშის, ცის და ზღვის ფერები.

ევროპის ჩემპიონატის ლოგო

 

კომენტარები

ბოლო ამბები