Thumbnail
  • ფინიქსი 140:131 მილუოკი
  • ჰიუსტონი 106:126 ორლანდო
  • NBA-ს ბოლო სათამაშო დღეს ორი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა

მილუოკი ფინიქსში თამაშობდა გასვლაზე. ამჯერად ბუდენჰოლცერის გუნდი იანისის გარეშე იყო, რომელსაც მუხლის მცირე ტრავმა აწუხებს. მის არყოფნაში კრის მიდლტონმა 39 ქულა ჩააგდო, ერიკ ბლედსოუმ - 28, თუმცა ძალიან შედეგიან შეხვედრაში მილუოკი დაცვამ დააღალატა. მათ 140 ქულა მიიღეს თავის კალათში. დევონ ბუკერს 36 ქულა ჰქონდა, რიკი რუბიომ კი შეხვედრა შთამბეჭდავი სამმაგი დუბლით დაასრულა - 25 ქულა, 13 მოხსნა, 13 პასი.

📺 ფინიქსი 140:131 მილუოკი (მიმოხილვა)

უფრო მოულოდნელი იყო ჰიუსტონის საშინაო მარცხი ორლანდოსთან. ორლანდომ პირველ ნახევარში ტექსასელებს 71 ქულა ჩაუგდო და ნახევარი 25 ქულით მოუგო. ჰიუსტონმა ვერც მეორე ნახევარში შეძლო თამაშის შემოტრიალება და უშანსოდ დამარცხდა.

ჯეიმს ჰარდენმა 19-დან მხოლოდ 6 სროლა გამოიყენა და 23 ქულა ჩააგდო, რასელ ვესტბრუკმა კი - 24. ორლანდოს ერთდროულად 6 მოთამაშე ჰყავდა, რომელთაც 15 და მეტი ქულაა ჩააგდეს. ამ მარცხის შემდეგ ჰიუსტონი მეექვსე პოზიციამდე დაქვეითდა.

📺 ჰიუსტონი 106:126 ორლანდო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები