Thumbnail
  • საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება.
  • გიორგი მიქაძის გუნდმა უნგრეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები შეკრებას უნგრეთში გადის. გიორგი მიქაძის გუნდმა უნგრეთის 18-წლამდელთა ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 1:4 დამარცხდა.

U18 საქართველოს ნაკრების რიგებში ერთადერთი გოლი თამაზ ბაბუნაძემ გაიტანა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება. უნგრელებთან გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ამჯერად, გიორგი მიქაძემ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:

მამარდაშვილი, გაბელაია, ბასარია, ჯონჯოლავა, გაბიტაშვილი, ბერიაშვილი, ფაცაცია, გრძელიძე, ბაბუნაძე, ინჯგია, გაბუნია

შეცვლაზე შევიდნენ:

ტოკლიკიშვილი, არჩვაძე, ჯაფარიძე, ოქროპირიძე, გოგობერიშვილი, ბუიღლიშვილი 

კომენტარები

ბოლო ამბები