Thumbnail
  • იუვენტუსი 2:0 ინტერი
  • 1:0 - რემზი (55), 2:0 - დიბალა (67)

სერია A-ს 26-ე ტურში, იუვენტუსმა სახლში უშუალო კონკურენტს - ინტერს უმასპინძლა და იტალიური დერბი ტურინელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში იუვეს უელსელმა ახალწვეულმა - აარონ რემზიმ გახსნა, არსენალის ყოფილმა შემტევმა ახლო მანძილიდან შეძლო ინტერის კარის აღება.

მეორე გოლი კი პაოლო დიბალას ანგარიშზეა, რომელმაც ინტერის საჯარიმოში დრიბლინგის შემდეგ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

დღევანდელი მარცხის შემდეგ, ინტერი იუვეს უკვე 9 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა კორონავირუსის მიერ იტალიაში შექმნილი კრიზისის გამო უმაყურებლოდ ჩატარდა.

📺 იუვენტუსი 2:0 ინტერი

საინტერესო ფაქტები

⚽ დიბალას გარდა, ერთ სეზონში ინტერისთვის ორივე მატჩში გოლი, მხოლოდ არტურო ვიდალს აქვს გატანილი (2013-14).

⚽ რემსის გარდა, ერთ მატჩში ინტერის წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა, მხოლოდ ფაბიო კვალიარელას ანგარიშზეა (2013 წლის მარტში).

⚽ იუვენტუსმა ინტერის წინააღმდეგ ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა, ბოლოს ასეთი სერია 1999 წლის დეკემბერში დასრულდა.

შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-4): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - რემზი, მატუიდი, ბენტანკური - კოშტა, იგუაინი, რონალდო.

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი - კანდრევა, ვესინო, ბროზოვიჩი, ბარელა, იანგი - ლუკაკუ, მარტინესი.

კომენტარები

ბოლო ამბები