Thumbnail
  • ბასკონია 75:58 ტენერიფე
  • თორნიკე შენგელიას 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი
  • გიორგი შერმადინის 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა და მეტოქეს 17 ქულით მოუგო - 75:58.

შენგელიამ 24:45 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულას, 5 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. შენგელიამ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო სროლა ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. გიორგი შედეგიანობით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ბასკონიას 24 ქულა დაუგროვდა. თორნიკე შენგელიას გუნდმა პლეი ოფის ზონაში შესვლა მოახერხა და ახლა, უკვე მაღალი პოზიციების დაკავებაზეც შეიძლება ფიქრი. რაც შეეხება შერმადინის ტენერიფეს, ეს გუნდი 28 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ბასკონია მომდევნო ტურში ვალენსიას ესტუმრება. 24-ე ტურში კიდევ ერთ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ბექა ბურჯანაძის გრან კანარია შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები