Thumbnail
  • შოტლანდია 28:17 საფრანგეთი
  • სტუმრები პირველივე ტაიმში კაცნაკლულნი დარჩნენ

საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებმა 6 ერის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი განიცადა და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა.

ფაბიენ გალტიეს შეგირდები მე-4 ტურში შოტლანდიას ესტუმრნენ და ედინბურგის მარიფილდზე 17:28 წააგეს.

“სამფეროვნები” ბურჯმა მოჰამედ ჰაუასმა დააღალატა, რომელმაც მეტოქეს ხელი სახეში დაარტყა და 36-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

კაცნაკლულ საფრანგეთს ძალიან გაუჭირდა და მეტოქისგან 3 ლელო მიიღო, რასაც სქოთების მგეზავმა ადამ ჰასტინგსმა 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა მიაყოლა.

ადამ ჰასტინგსმა ზუსტად ურტყა

სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, თამაშის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე, შარლ ოლივონმა გუნდის მე-2 ლელო დადო, თუმცა, ეს, სანუგეშო ქულის ასაღებადაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი.

4 ტურის თავზე 13-13 ქულით ინგლისი და საფრანგეთი ლიდერობენ, შოტლანდია 10 ქულით მე-3 ადგილზეა, შემდეგ კი, ირლანდია (9), უელსი (7) და იტალია (0) მოდიან.

6 ერის დასკვნითი ტური 14 მარტს ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ ირლანდია-იტალიის მსგავსად, გადაიდება იტალია-ინგლისის შეხვედრა, უელსი-შოტლანდიასა და საფრანგეთი-ირლანდიას კი არაფერი ემუქრება.

📺 შოტლანდია 28:17 საფრანგეთი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები