Thumbnail
  • თორნიკე ოქრიაშვილის დარტყმული მეკარეს ფეხებსშუა გაუძვრა
  • მინდორზე ლორია, დაუშვილი, ანანიძე და კაჭარავაც ვიხილეთ

თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა ანორთოსისმა კვიპროსული ლიგის საჩემპიონო ექვსეულის პირველ მატჩში ლარნაკის აეკ-ს 3:0 სძლია, ერთ-ერთი გოლი კი საქართველოს ნაკრების წევრმა თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

📺 თორნიკე ოქრიაშვილის გოლი

ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს, თავი კი 51-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო შეასრულა, სტუმართა მეკარემ კი უხეში შეცდომა დაუშვა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

⚽51': ΓΚΟΛ!! Ο Οκριασβίλι με απευθείας εκτέλεση φάουλ κάνει το 2-0! #Anorthosisfc #Anofclive #AnovsAek

Posted by Anorthosis Famagusta - Official on კვირა, 08 მარტი, 2020

ფამაგუსტელთა მაისურით შეუცვლელად გაისარჯნენ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძემ მინდორი 55-ე წუთზე დატოვა, ნიკა კაჭარავა კი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.

ანორთოსისს 23 ტურის თავზე 46 ქულა მოუგროვდა და პირველ-მეორე ადგილებს ნიქოზიის ომონიასთან ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 14 მარტს, სტუმრად აპოელთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები