Thumbnail
  • რუსეთი 32:25 რუმინეთი
  • ბელგია 23:30 ესპანეთი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში პორტუგალიას სტუმრად მოუგო - 39:24. '''ბორჯღალოსნების'' მატჩის გარდა, ამ ტურში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე დაძაბული გამოდგა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს 32:25 მოუგო და რაგბი ევროპაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა რუსების გავარდნის შანსი კვლავ არსებობს. რუსებმა პორტუგალიასთან მოგების შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს და 8 ქულით მე-4 ადგილზე არიან. რუმინელები 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ და ბოლო ტურში ბელგიას მასპინძლობენ.

რუსეთი 32:25 რუმინეთი - რაგბი ევროპის მე-4 ტური

რუსეთი 32:25 რუმინეთი - რაგბი ევროპის მე-4 ტური

Posted by Silk Sport on შაბათი, 07 მარტი, 2020

ესპანელებმა ბელგიასთან მძიმე გამარჯვება იზეიმეს. მათ მეტოქეს სტუმრად 30:23 მოუგეს და რაგბი ევროპაზე პორტუგალიასთან 2-3 ადგილებს 9-9 ქულით ინაწილებენ.

ბელგია 23:30 ესპანეთი - რაგბი ევროპის მეოთხე ტური

ბელგია 23:30 ესპანეთი - რაგბი ევროპის მეოთხე ტური

Posted by Silk Sport on შაბათი, 07 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები