Thumbnail
  • ყინულზე ცეკვებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები იუნიორებში 
  • მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მხოლოდ ამერიკულ დუეტს ჩამორჩნენ

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი იუნიორ მოციგურავეთა შორის. უდიდეს წარმატებას მიაღწია ქართულმა დუეტმა ყინულზე ცეკვაში - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ!

თავისუფალი ცეკვა

18 წლის კაზაკოვასა და 20 წლის რევიას წყვილმა ჯამში 176.19 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. წინ მხოლოდ ამერიკული დუეტი გავიდაავონლეი ნგუენისა და ვადიმ კოლესნიკის შემადგენლობით - 117.18 ქულა. როგორც ხედავთ, ოქრომდე ქართულ დუეტს ქულაზე ნაკლები დააკლდა. მესამე ადგილზე რუსები, ელიზავეტა შანაევა და დევიდ ნარიჟნი გავიდნენ - 175.17.

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია თავისუფალი ცეკვის შესრულებისას

რითმული ცეკვების შემდეგ კაზაკოვა და რევია მხოლოდ რუსებს ჩამორჩებოდნენ, თანაც მხოლოდ 0.05 ქულით. თავისუფალ პროგრამაში მათ ეს ჩამორჩენა იოლად აღმოფხვრეს - 106.21 ქულა მიიღეს, შანაევა და ნარიჟნი მხოლოდ 105.14 ქულას დასჯერდნენ, მაგრამ აქამდე მესამე ადგილზე მყოფმა ამერიკელებმა თავისუფალ პროგრამაში 108.91 ქულა მიიღეს და ოქროს მედლებიც მათ დარჩა. 

მიმზიდველი, ფენომენალური თავისუფალი ცეკვა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შესრულებით, რომელმაც მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოუტანა", წერს ISU-ს ოფიციალური ტვიტერი. 

ეს კაზაკოვასა და რევიას პირველი მედლებია მსოფლიოს ჩემპიონატზე - 2018 წელს ისინი მე-9 ადგილზე გავიდნენ, 2019-ში კი მე-6-ზე. ორი დისციპლინის ჯამში მათ კარიერის საუკეთესო ქულები მოიპოვეს. 

ტალინში ბიჭების ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძემ მე-18 ადგილი მოიპოვა. გოგონებში ანა ურუშაძეც მე-18 იყო. წყვილებში ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ მე-7 ადგილი დაიკავეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები