Thumbnail
  • ჩიკაგო ბულსი 102:108 ინდიანა პეისერსი
  • პეისერსის 20 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7 წუთი გაატარა
  • სტუმართა რიგებში ორმაგი დუბლით დომანტას საბონისი გამოირჩა

გოგა ბითაძის გუნდმა ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში სტუმრად ჩიკაგო ბულსი დაამარცხა. ეს პერისერსის მეხუთე მოგებაა ბოლო ექვს შეხვედრაში.

გოგა ტომაშ სატორანსკის წინააღმდეგ

თავად ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა მოედანზე 7:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, თითო მოხსნა, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. გოგას ასევე თითო ბურთის დაკარგვა და ფოლი ჰქონდა, პლუს-მინუს რეიტინგის გრაფაში კი 6 უწერია.

ბითაძემ ერთხელ არაზუსტად სამქულიანი ტყორცნა, 2-იდან ერთი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო სროლა გამოიყენა.

რაც შეეხება თამაშს, ჩიკაგომ სტუმრებს წინააღმდეგობა მხოლოდ მატჩის დასაწყისში გაუწია, მაგრამ პირველი პერიოდი მაინც 4 ქულით დათმო. ამის შემდეგ ინდიანას უპირატესობა ეჭვქვეშ შეხვედრის ბოლომდე არ დამდგარა, ერთი ხანობა კი სტუმრები ანგარიშში წინ 23 ქულითაც იყვნენ.

მასპინძლებს კობი უაითმა და შაკილ ჰარისონმა ულიდერეს, რომლებმაც შესაბამისად, 26 და 25 ქულით დაასრულეს თამაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტური პერიმეტრიდან იყო - 6-იდან 5 სამქულიანი, თუმცა ბულსს მაინც ვერ უშველა.

პეისერსს გამარჯვებაში ორმაგი დუბლით დომანტას საბონის დაეხმარა

გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლით ლიეტუველი დომანტას საბონისი გამოირჩა - 24 ქულა, 12 მოხსნა. 16 ქულა მიითვალა ვიკტორ ოლადიპომ, 15 - მაილს ტერნერნმა. საერთო ჯამში, 10-ქულიან ზღვარს ინდიანას ექვსი კალათბურთელი გადასცდა.

📺 ბულსი 102:108 პეისერსი

ინდიანა პეისერსს 63 მატჩში 38 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე-მეექვვსე ადგილებს ფილადელფიასთან იყოფს. ბითაძის გუნდი ლიგაში მომდევნო შეხვედრას 9 მარტს, სტუმრად დალას მავერიკსთან ჩაატარებს. 

ჩიკაგო ბულსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 63 მატჩში 21 მოგებით მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 8 მარტს სტუმრად ბრუკლინში, ნეტსთან გამართავს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს დერბის?

  • ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი

კომენტარები

ბოლო ამბები