Thumbnail

ხარებმა მეორედ წააგეს - აიამ ბოლო წუთებზე მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხარები 20:24 აია
  • ხარებმა ზედიზედ მეორედ წააგეს, აია მე-2 ადგილზე გადავიდა 

დიდი 10-ის მე-14 ტური რუსთავის ხარებისა და ქუთაისის აიას მატჩით გაიხსნა. ხარებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუნდმა ორივე მატჩში შეძლო ბონუს ქულის აღება.

მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა - 24:20. აიამ გამარჯვების მოპოვება უკვე გაწითლებულ დროში მოახერხა, როდესაც ქუთაისელებმა მეტოქის ხუთმეტრიანთან აუტი მოაწოდეს, რის შემდეგაც მოლი შეკრეს და ბურთი ხარების ჩათვლის მოედანში საბა ერემეიშვილს დაამიწებინეს.

აიას 44 ქულა დაუგროვდა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ხარები 42 ქულით მე-3 ადგილამდე ჩამოქვეითდა და მისი გადასაწრების შანსი ამ ტურში ლელო სარასენსსაც აქვს.

ხარები: ლელო - ხაბაშვილი, ქავთარაძე (2), ნარიმანიძე.

აია: ლელო - გაბისონია, კოხოძე, ერემეიშვილი. გარდასახვა - გ. ბაბუნაშვილი (2), ძაგნიძე. ჯარიმა - გ. ბაბუნაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები