Thumbnail

'პოზიცია პირველ გუნდში მოსახვედრად შევიცვალე' - ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ალექსანდრ-არნოლდმა BBC-ისთან ისაუბრა
  • ინგლისელი მარჯვენა მცველი პოზიციის შეცვლის შესახებ საუბრობს...

ლივერპულის და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველმა - ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსნა, თუ როგორ მოახერხა მოკლე დროში აკადემიიდან კლუბის პირველ გუნდში დაწინაურება.

BBC: ვისი რეკომენდაციით გახდი მარჯვენა მცველი? ვინ შეგიცვალა პოზიცია?

ალექსანდრ-არნოლდი: "ნილ კრიჩლიმ და ალექს ინგლეთროპმა - 'კრიჩი' ჩემი მწვრთნელი იყო 18-წლამდელებში, ალექსი აკადემიის დირექტორი. მე მინდოდა პირველ გუნდში რაც შეიძლება სწრაფად მოვხვედრილიყავი, პოზიციის შეცვლა კი ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

BBC: ადვილი იყო ნახევარდაცვიდან დაცვაში გადასვლა?

ალექსანდრ-არნოლდი: "რთული იყო, განსაკუთრებით ის მომენტი, როდესაც შემტევთან ფლანგზე ერთი-ერთზე რჩები და არავის იმედი არ გაქვს. თუმცა წინ თამაში უფრო გახსნილია და როდესაც დაცვიდან ერთვები დიდი სივრცე გაქვს. ალბათ ახლა უფრო მეტჯერ ვიღებ ბურთს მატჩის მანძილზე, ვიდრე მაშინ, როდესაც ნახევარმცველი ვიყავი. როგორც მარჯვენა მცველს, თამაშზე უფრო მეტი გავლენის მოხდენა შემიძლია."

კომენტარები

ბოლო ამბები