Thumbnail
  • ხოსე ბორდალასმა ფრენკი დე იონგს უპასუხა
  • ხეტაფეს მწვრთნელს ბარსელონას სტილში თამაში არ სურს

ბარსელონამ ლა ლიგის 24-ე ტურში ხეტაფეს 2:1 მოუგო, რის შემდეგაც კატალონიელთა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ხეტაფეს სათამაშო სტილი გააკრიტიკა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მადრიდელებს მოუწოდა, მაგალითი სწორედ ბარსასგან აეღოთ. 

ხეტაფეს მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი დე იონგის კომენტარს ახლაღა გამოეხმაურა და რადიო მარკას ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, რომ არანაირი სურვილი არ აქვს, ხეტაფე ბარსელონას სტილზე გადააწყოს.

''როდესაც ბარსელონასთან ვითამაშეთ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 69 გადაცემა გააკეთა და მატჩში პასების რაოდენობით მე-4 ადგილზე გავიდა. მე არ მსურს, რომ ჩემი გუნდის მეკარემ თამაშში 69 პასი აკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც კარგად არ მიდის. მე საგოლე მომენტების შექმნა მინდა'' - განცხადა ბორდალასმა.

საინტერესოა, რომ დე იონგის კრიტიკის შემდეგ, ხეტაფე ჰოლანდიელის ყოფილ კლუბ აიაქსს დაუპირისპირდა და ამსტერდამელები ევროპის ლიგიდან დაითხოვა.

მადრიდულ კლუბს ევროთასის 1/8-ფინალში მილანის ინტერთან შეხვედრა ელის, ლა ლიგაში კი საპატიო მე-4 ადგილზეა და ბარსელონას 10 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები