Thumbnail

ეროვნული ლიგის პირველ ტურში, თბილისის მერანთან შეხვედრაში დინამო ბათუმის ლიდერი, ფლამარიონ ჯოვინო დაშავდა. ბრაზილიელ თავდამსხმელს თბილისში გამოკვლევა ჩაუტარდა და პირველი დასკვნით, მისთვის ოპერაციის გაკეთება იყო აუცილებელი. ამ შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პერიოდი 2-3 თვე გაგრძელდებოდა. თუმცა, რეალობა იმაზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ეს პირველმა გამოკვლევამ აჩვენა.

ფლამარიონი მერანთან შეხვედრაში დაშავდა

ფლამარიონ ჯოვინოს თურქეთში, კერძოდ კი ქალაქ სტამბულში განმეორებითი გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის თანახმად, ფეხბურთელი ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს და 3-კვირიან ფიზიოთერაპიულ კურსს გაივლის. ამის შემდეგ, ჯოვინო თურქეთში კიდევ ერთ შემოწმებას გაივლის და სავარაუდოდ, 3-4 კვირაში ვარჯიშის განახლებას შეძლებს. ამ თემაზე, კომენტარი ბათუმური გუნდის ექიმს ვთხოვეთ...

ზურაბ ხარხელაური (დინამო ბათუმის ექიმი): “როდესაც გაირკვა, რომ ჯოვინოს ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა, გადავწყვიტეთ ოპერაცია თურქეთში, ცნობილ კლინიკა ACIBADEM-ში გაგვეკეთებინა, რომელიც სპორტსმენებით განხრით მუშაობს. წინასწარ გადავაგზავნეთ თბილისური გამოკვლევის შედეგები და გვითხრეს, რომ ოპერაციული ჩარევა საჭირო არაა. ჯოვინო ჩავიდა სტამბულში და დღეს შეხვდა ექიმს, რომელმაც ფიზიოთერაპიული კურსი დაუნიშნა. გეგმის მიხედვით, სარეაბილიტაციო პერიოდი 3-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები