Thumbnail
  • მიხაილ მარხელს კავკასიაში კიდევ ერთხელ ჩამოსვლა არ სურდა
  • ბელარუსის ნაკრების თავკაცს მეტოქედ საბერძნეთი ერჩივნა

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა აღნიშნა, რომ უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშებაშიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან თამაში არ სურდა.

მარხელმა წილისყრის შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვითაც ბელარუსები ალბანეთთან, ლიეტუვასთანა და ყაზახეთთან მოხვდნენ, ქართველები კი ჩრდილოეთ მაკედონიას, ესტონეთსა და სომხეთს გაეჯიბრებიან.

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრები

მიხაილ მარხელი: “წილისყრაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. რაც არის, არის. ნორმალური ჯგუფია. ამ ლიგაში ისეთი გუნდები არიან შეკრებილნი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ეთამაშები.

კარგი იქნებოდა, საბერძნეთი შეგვხვედროდა, საინტერესო მატჩები იქნებოდა.

სხვათა შორის, არ მსურდა საქართველოსთან მოხვედრა, ისევე, როგორც სხვა კავკასიურ ნაკრებებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მითუმეტეს, სტუმრად”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს ახლო პერიოდში ევრო 2020-ს პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი ელით. შეხვედრა თბილისურ დინამო არენაზე 26 მარტს გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები