Thumbnail

U17 | საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან წააგო - მეტოქემ რევანში აიღო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • U17. საქართველო 0:2 ბელარუსი
  • გიორგი ჩიტაურის გუნდი ელიტ-რაუნდის მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში ბელარუს თანატოლებთან მე-2 მატჩი ჩაატარა და მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიტაურის შეგირდებმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ბელარუსებს 2:1 მოუგეს, ამჯერად კი, მეტოქეს მიხეილ მესხი-2-ზე დაუხვდნენ და 0:2 წააგეს. მეტოქემ გოლები 30-ე და 77-ე წუთებზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი 17-წლამდელები ელიტ-რაუნდის მე-6 ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ბელგია, ინგლისი და რუმინეთი ეყოლებათ. მატჩები 25-31 მარტს ბელგიის ქალაქებში ეუპენში, გენკსა და ლიეჟში ჩატარდება.

ფინალურ ეტაპზე, რომელიც 21 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართება, ელიტ-რაუნდის 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები