Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 6:1 ვლადიმირ ივანოვი
  • მალე, კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და კრისტიან ტამი გავლენ

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესტონეთთან დევისის თასის სასტარტო მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილისა და ვლადიმირ ივანოვის (732-ე) შეხვედრა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და ის ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4, 6:1 მოიგო.

ნიკოლოზმა 4 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, პირველ მოწოდებაზე გათამაშებების 75% (28-დან 21) მოიგო, მეორეზე კი – 55% (38-დან 21). ბასილაშვილმა 6-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო.

მცირე ხანში, მზიურში მდებარე კორტებზე სტარტს ქართულ-ესტონური დაპირისპირების მე-2 მატჩი აიღებს: ალექსანდრე მეტრეველი (564-ე) კრისტიან ტამს (729-ე) ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ს ეგიდით მიმდინარეობს, გამარჯვებული ნაკრები კი I ჯგუფში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები