Thumbnail

მეშვიდეზე დარჩნენ - ბუტაევასა და ბერულავას დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ტალინში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დასრულდა ასპარეზობა წყვილთა თანრიგში. თავისუფალ პროგრამაში ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ 97.21 ქულით მე-8 ადგილი დაიკავეს. 

ქართულმა წყვილმა გუშინ ასპარეზობა მოკლე პროგრამითა და მე-7 ადგილით დაიწყო. საერთო ჩათვლაში ბუტაევა და ბერულავა 153.17 ქულით მე-7 ადგილზე გავიდნენ. ეს წყვილი იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი იყო. ახალბედებისთვის კი მე-7 პოზიცია შესანიშნავი შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები