Thumbnail

0.05 ქულა ლიდერებამდე - კაზაკოვა და რევია მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტალინში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
  • მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დუეტი მოკლე პროგრამის შემდეგ მეორეა

ტალინში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. რითმულ ცეკვებში მოკლე პროგრამა გაიმართა, რომელშიც ქართულმა წყვილმა - მარია კაზაკოვა/გიორგი რევია - შესანიშნავად იასპარეზა. კაზაკოვამ და რევიამ 69.98 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ 5 მეასედი ქულით ჩამორჩნენ ლიდერ რუსებს (ელიზავეტა შანაევა/დევიდ ნარიჟნი) - 70.03.  

29 წყვილიდან ბრძოლას 20 აგრძელებს, კაზაკოვა და რევია ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. რითმულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა 7 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ამ წყვილმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა, 2019 წელს კი - მე-6. 

დღეს წყვილებში თავისუფალ პროგრამას შეასრულებენ ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა, ქართული დუეტი მე-7 პოზიციაზეა გუშინდელი მოკლე პროგრამის შემდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები