Thumbnail
  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი გადაწყვეტილებები
  • ოლიმპიურ გუნდში მინიმუმ ერთი მამაკაცი და ქალი უნდა იყოს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) გადაწყვიტა მკაცრად დაიცვას გენდერული ბალანსი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. 

რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშე ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო

"2020 წლის ოლიმპიური თამაში პირველი გენდერულად დაბალანსებული თამაშები იქნება ისტორიაში - მონაწილეთა 48.8% ქალი იქნება.

დღეს სოკ-მა გადაწყვიტა, რომ ყველა, 206-ვე ქვეყანას და ასევე ლტოლვილთა ოლიმპიურ გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს, სულ მცირე, ერთი ქალი და მამაკაცი მონაწილე. დამატებით, ჩვენ კიდევ რამდენიმე წესი შეცვალეთ. მაგალითად, ოლიმპიადაზე თითოელ ქვეყანას ორი მედროშე ეყოლება - ქალი და მამაკაცი - რომლებიც ერთად იტვირთავენ ეროვნული დროშის ტარებას გახსნის ცერემონიალზე. ეს ორი გადაწყვეტილება მორიგი ძლიერი მესიჯია, რომ ოლიმპიური მოძრაობა გენდერულად დაბალანსებულია", - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოლიმპიადაზე, 2016 წელს რიო დე ჟანეიროში, საქართველოს მედროშე ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო. სხვათა შორის, საქართველო სულ 12 ოლიმპიადაზე (ზაფხულისა და ზამთრის) გამოვიდა და 4 შემთხვევაში მედროშე ქალი იყო. 

ქართველი მედროშეები ოლიმპიურ თამაშებზე

1994 - ზურაბ ჯიჯიშვილი
1996 - გიორგი კანდელაკი
1998 - სოფია ახმეტელი
2000 - გიორგი ასანიძე
2002 - სოფია ახმეტელი
2004 - ზურაბ ზვიადაური
2006 - ვახტანგ მურვანიძე
2008 - რამაზ ნოზაძე
2010 - იასონ  აბრამაშვილი
2012 - ნინო სალუქვაძე
2014 - ნინო წიკლაური
2016 - ავთანდილ ჭრიკიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები