Thumbnail
  • ჯანო ანანიძეს კვიპროსული მედია აკრიტიკებს
  • თემურ ქეცბაია ქართველი ლეგიონერის ფორმაში შესვლას ვარაუდობს

იანვრის მეორე ნახევარში ექს-სპარტაკელმა ჯანო ანანიძემ კონტრაქტი თემურ ქეცბაიას ანორთოსისთან გააფორმა. კვიპროსულმა მედიამ ტოპ-6-ეულის გუნდების ზამთრის ტრანსფერები შეაჯამა და ჯანოს ტრანსფერს იმედგაცრუება უწოდეს. 

"ის მოედანზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი უწყლოდ", - წერს alphanews. philenews.com: "იანვარში ის კვიპროსში მოვიდა დიდი სახელით, მაგრამ მისი თამაში დიდი იმედგაცრუებაა. ჯანო ანორთოსისს ვერაფერს ჰმატებს". 

მიუხედავად ამისა, ჯანოს იმედი აქვს თემურ ქეცბაიას, რომელიც ფიქრობს, რომ ანანიძეს მალე დაუსრულდება ადაპტაციის პერიოდი განსხვავებულ კლიმატთთან და ახალ თანაგუნდელებთან. ქართველი მწვრთნელი ჯანოს ფორმაში შესვლას მარტის ბოლოდან ვარაუდობს, როცა კვიპროსის ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში გადავა და მნიშვნელოვანი სათასო მატჩები გაიმართება. 

კვიპროსის ჩემპიონატი ექვსეულებად დაიყო, ანორთოსისი საჩემპიონო ექვსეულში 43 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა მას ომონია ქულებით დაეწია. 8 მარტს ანორთოსისი აეკ-ს უმასპინძლებს. 

27 წლის ჯანო ანანიძემ კვიპროსის ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2-ჯერ კი თასზე ითამაშა - თითოჯერ ის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა.  

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები