Thumbnail
  • როგორ შეიძლება მოვხვდეთ ერთა ლიგიდან მუნდიალზე
  • 2020 წლის მარტის პლეი ოფი - უნიკალური შანსი
  • რა იქნება ევრო 2024-ისთვის

3 მარტს ამსტერდამში უეფას ერთა ლიგის მეორე სეზონის წილისყრა გაიმართა - 2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში C ლიგაში საქართველოს ნაკრები ესტონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთს B ლიგის ერთადერთი საგზურისთვის შეებრძოლება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გათამაშება წარმატებული გამოდგა - გუნდმა D ლიგის ჯგუფი მოიგო და C-ში გადავიდა. ამის გარდა, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი ოფის საგზურიც მიიღო, რომელიც ვლადიმირ ვაისის გუნდს 26 (და იმედია, 31) მარტს თბილისში ელის. საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. 

📋 მეტი ამ თემაზე:

ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონი ანალოგიურ შანსს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გასვლისთვის იძლევა, თუმცა სხვაობაც დიდია. 

1. ერთა ლიგის პირველი გათამაშებიდან ევრო 2020-ის პლეი ოფის საგზური 16-მა გუნდმა მოიპოვა, რომელთაგანაც ევროპის ჩემპიონატზე 4 გავა.

2. ერთა ლიგის მეორე გათამაშებიდან მუნდიალ 2022-ის პლეი ოფში 2 გუნდი გადის მხოლოდ, პლეი ოფში 10 სხვა გუნდს დაემატება და საბოლოოდ მუნდიალის 3 საგზურისთვის იბრძოლებს. 

მოკლედ, ანალოგიასთან ერთად სხვაობაც დიდია - პრაქტიკული შანსი გაცილებით მცირეა.

წაიკითხე | აუცილებლად მოსაგები თამაში 30-წლიანი მოლოდინის შემდეგ

უეფას განსაზღვრებით, პლეი ოფის ამ ორ საგზურს მიიღებს უეფას ერთა ლიგის საბოლო რეიტინგით ორი საუკეთესო ნაკრები. თანაც, A ლიგაში, რაც უნდა ცუდად იასპარეზოს ნაკრებმა, 16-ზე დაბალი რეიტინგი არ ექნება, ხოლო B ლიგის საუკეთესო 17-ზე უკეთეს რეიტინგს ვერ დაიმსახურებს. ანალოგიურად C ლიგის საუკეთესო გუნდი რეიტინგში 33-ეზე საუკეთესო ადგილს ვერ მოიპოვებს. ამის გამო ბევრმა დაასკვნა, რომ საქართველოს ნაკრების დარ გუნდებს ერთა ლიგიდან მუნდიალის პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც არ აქვთ, რაც სიმართლეს არ შეეფერება, შანსი მცირეა, მაგრამ არის...

ყატარში გასამართავ მუნდიალზე ევროპიდან 13 ნაკრები გადის. შესარჩევი ციკლი ასეთი იქნება: 55 ქვეყანა 10 ჯგუფში განაწილდება და ამ ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ მუნდიალის საგზურს, ხოლო 10 მეორეადგილოსანი სწორედ ამ პლეი ოფში გადადის, სადაც 2 ნაკრები ერთა ლიგიდან ემატება. 12 ნაკრები ორრაუნდიან პლეი ოფში 3 გამარჯვებულს გამოავლენს. 

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

ერთა ლიგიდან მუნდიალის პლეი ოფში მხოლოდ ორი ნაკრები გადადის. ეს ნაკრები ამ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

1. მოიგოს ერთა ლიგაზე ჯგუფი.

2. ვერ მოიპოვოს მუნდიალის საგზური შესარჩევი ციკლიდან.

3. ვერ მოიპოვოს მუნდიალის პლეი ოფის საგზური შესარჩევი ციკლიდან.

4. ზემოთჩამოთვლილ ყველა პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, ერთა ლიგის ამ გათამაშებაში რეიტინგით საუკეთესო ან მეორე საუკეთესო უნდა იყოს. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთა ლიგის 20 ნაკრები მუნდიალის ამოცანას შესარჩევი ციკლიდან გადაჭრის, ისინი ერთა ლიგაზე პლეი ოფის თვალსაზრისით, უკონკურსოდ რჩებიან. 

პირველ რიგში, ამ ორი საგზურისთვის А ლიგის ჯგუფების 4 გამარჯვებული აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ, დიდი ალბათობით, ისინი ისედაც მოიპოვებენ მუნდიალის (ან მუნდიალის პლეი ოფის) საგზურს.

შემდეგ რიგში დგას B ლიგის ოთხი გამარჯვებული. აქ შანსი იმისა, რომ მათაც მოგვარებული ჰქონდეთ პრობლემა ნაკლებია, თუმცა მაინც არის.

ამის შემდეგ კი საქმეში C ლიგის 4 გამარჯვებული ერთვება. 

მოკლედ, საქართველოს ნაკრები უნდა შეეცადოს, რომ C ლიგის ჯგუფი დამაჯერებლად მოიგოს, რომ ამ ლიგაში რეიტინგით პირველი იყოს და დაელოდოს, იქნებ, გაუმართლოს და А და B ლიგების ჯგუფების 8 გამარჯვებულიდან არც ერთს (ან მხოლოდ ერთს) არ დაჭირდეს პლეი ოფის საგზური. 

ევრო 2024?

ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები D ლიგიდან გავიდა

უეფას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა იქნება მომავალში, ერთა ლიგის მესამე გათამაშებაში (2022/23 წლები), როგორ განაწილდება ერთა ლიგიდან ევრო 2024-ის პლეი ოფში გუნდები. ისე, როგორც იყო ევრო 2020-ისთვის, ალბათ, აღარ იქნება. დიდი ალბათობით, D ლიგის ორი ჯგუფის გამარჯვებულს პლეი ოფის საგზურს აღარ მისცემენ. 

ასე რომ, მარტის შანსი - მოვუგოთ ბელარუსს თბილისში და შემდეგ ისევ თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს მატჩის გამარჯვებულს და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე - უნიკალურია და მეტი ასეთი იოლი შანსი ერთა ლიგიდან აღარ იქნება. 

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები