Thumbnail

'საქართველოსთან მაგარი დერბი იქნება' - სომხეთში წილისყრა შეაფასეს

  • ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე მეზობელი სომხეთი იქნება
  • წილისყრას სომხეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევონ პაჩაჯიანი გამოეხმაურა
  • ქართულ-სომხურ საფეხბურთო დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს

ამსტერდამში გამართულ უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. C ლიგის მე-2 ჯგუფში  მეტოქეებად ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი გვყავს.

📋 მეტი ამ თემაზე:

"კავკასიური დერბი" სომხეთში 8 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოში კი - 13 ნოემბერს.

მეზობლების საფეხბურთო დაპირისპირების მიმართ, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ საკავშირო ჩემპიონატში თბილისის დინამოსა და ერევნის არარატის მატჩებით იწყება, მოლოდინი ორივე ქვეყანაში განსაკუთრებულია. 

წილისყრის შედეგებს უმალ გამოეხმაურა სომხეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევონ პაჩაჯიანი:

"კარგი ჯგუფია… კარგი. ეს იქნება მაგარი დერბი საქართველოსთან. შემდეგ ესტონეთი და რთული მაკედონია. წარმატებები ჩვენ", - დაწერა პაჩაჯიანმა სოციალურ ქსელში.

ლევონ პაჩაჯიანი სომხეთის ნაკრების ღირსებას 2004-12 წლებში იცავდა

საქართველოს და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს აქამდე ხუთჯერ უთამაშიათ, თუმცა ოფიციალურ შეხვედრას პირველად სწორედ ახლა ჩაატარებენ. წინა 5 მატჩიდან კი საქართველოს ნაკრებმა 3 მოიგო, ერთი - სომხეთმა, ერთი თამაში კი ფრედ დასრულდა. 

სულ პირველ დაპირისპირებაში, რომელიც 1997 წელს გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 7:0 დაამარცხა და ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები