Thumbnail

ძიუდო | კორონავირუსის გამო, საქართველოს ჩემპიონატი გადაიდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საკლუბო პირველობა 7 მარტს თელავში უნდა გამართულიყო
  • უცნობია, რა ბედი ელის თბილისში დაგეგმილ გრან პრის

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც 7 მარტს თელავში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო გადაიდო.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც 7 მარტს თელავში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო გადაიდო. მისი ჩატარების თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.

Posted by Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on სამშაბათი, 03 მარტი, 2020

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირის ჩატარების დრო მოგვიანებით გამოცხადდება.

ჯერჯერობით, უცნობია რა ბედი ელის თბილისში 27-29 მარტს დაგეგმილ გრან პრის, რომელზეც უკვე 87 ქვეყნის წარმომადგენელი 640 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, უკვე ჩაიშალა მაროკოს ქალაქ რაბათში დაგეგმილი გრან პრი, რომელიც 6-8 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

ბოლო ამბები