Thumbnail
  • რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბორჯღალოსნები დათვებს უმასპინძლებენ
  • თბილისში, 14 მარტს გასამართ შეხვედრას კორონავირუსი ჯერჯერობით არ ემუქრება 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს. ბორჯღალოსნებისა და დათვების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 მარტს ჩატარდება.

საქართველოში კორონავირუსით დაავადების ფაქტების გამოვლენის შემდეგ, ქართულ და რუსულ მედიაში თბილისური მატჩის გაუქმების ან მისი მაყურებლების გარეშე ჩატარების შესაძლებლობაზე დაიწერა. ამ თემასთან დაკავშირებით, РИА საქართველოს რაგბის კავშირს დაუკავშირდა.

"ჯანდაცვისა და სპორტის სამინისტროს ამ საკითხზე რაიმე სახის მითითება არ მოუცია. ბილეთები ონლაინ ახლაც ისე იყიდება, როგორც აქამდე. თუკი ვითარება შეიცვლება, რაგბი ევროპის ფედერაცია და საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ", - განუცხადეს რუსულ წყაროს საქართველოს რაგბის კავშირში.

ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრებთან მოგებათა 18-მატჩიანი სერია აქვთ

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი მხოლოდ სამ ადამიანს გამოუვლინდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზით, შარშან აგვისტოში, თბილისში დაგეგმილი საკონტროლო სარაგბო მატჩი არ შედგა - რუსმა მორაგბეებმა საქართველოში ჩამოსვლისგან თავი უსაფრთხოების საბაბით შეიკავეს. როგორც ირკვევა, ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი სპორტსმენების თბილისში გამოშვებას სარისკოდ აღარ მიიჩნევს.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები