Thumbnail

თბილისის საცურაო აუზ "ოლიმპიკში" წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა, დინამო თბილისმა მარსელს უმასპინძლა და 15:12 დაამარცხა. ეს ისტორიული გამარჯვებაა, რადგან საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო. აქამდე რევაზ ჩომახიძის გუნდს 9-ვე მატჩი წაგებული ჰქონდა, მათ შორის, მარსელშიც (7:17). 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო "ოლიმპიკში" გულშემატკივარი არ დაუშვეს. 

პირველი ტაიმი საქართველოს ჩემპიონმა 8:4 მოიგო. განსაკუთრებით კარგი იყო თამაშის სტარტი, როცა დინამომ ფრანგულ კლუბს 5:1 მოუგო. პირველი ტაიმი ბორის ვაპენსკის საოცარი გოლით დასრულდა, მან ლამის კარიდან კარში გაიტანა, ტაიმის დასრულებამდე 1 წამი რჩებოდა...

მესამე მეოთხედში მსაჯმა რომან ბლარი გააძევა და პენალტი დანიშნა ფრანგთა კარში, რომელიც ვაპენსკიმ გაიტანა და სხვაობა 6 გოლამდე გაზარდა. 

უტევს გიორგი მაგრაქველიძე

მესამე მეოთხედი უხვგოლიანი გამოდგა და კვლავ ჩომახიძის გუნდის უპირატესობით წარიმართა - 6:3. მართალია, დინამომ ბოლო მეოთხედიი 1:5 დათმო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც შეძლო გამარჯვების მიღწევა. 

დინამოს ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩი რჩება, 10 აპრილს საქართველოს ჩემპიონი ბუდაპეშტში ფერენცვაროშს ესტუმრება. 

დინამო თბილისი 15:12 მარსელი

5:1, 3:3, 6:3, 1:5

დინამო თბილისი: რაზმაძე, ქავთარაძე (3), ცრეპულია, იმნაიშვილი (1), ბითაძე, იელაჩა (3), დადვანი, შუშიაშვილი (1), რურუა (1), მაგრაქველიძე (1), ბარალდი (2), ვაპენსკი (3)

კომენტარები

ბოლო ამბები