Thumbnail

უეფას ერთა ლიგის წილისყრა - საქართველოს მეტოქეები C ლიგაში ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ამსტერდამში უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების წილისყრა ჩატარდა
  • ევროპული ასოციაციების 55 ნაკრები 4 ლიგის ჯგუფებში გადანაწილდა
  • საქართველოს მეტოქეებად ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი შეხვდა

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ერთა ლიგის რიგით მეორე, 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეები C ლიგაში.

📋 მეტი ამ თემაზე:

საქართველოს ნაკრები მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი ეყოლება.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა

A ლიგა
ჯგუფი 1: ნიდერლანდები, იტალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, პოლონეთი.
ჯგუფი 2: ინგლისი, ბელგია, დანია, ისლანდია.
ჯგუფი 3: პორტუგალია, საფრანგეთი, შვედეთი, ხორვატია.
ჯგუფი 4: შვეიცარია, ესპანეთი, უკრაინა, გერმანია.

B ლიგა
ჯგუფი 1: ავსტრია, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია, რუმინეთი.
ჯგუფი 2: ჩეხეთი, შოტლანდია, სლოვაკეთი, ისრაელი.
ჯგუფი 3: რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, უნგრეთი.
ჯგუფი 4: უელსი, ფინეთი, ირლანდია, ბულგარეთი.

C ლიგა
ჯგუფი 1: მონტენეგრო, კვიპროსი, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი. 
ჯგუფი 2: საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, სომხეთი.
ჯგუფი 3: საბერძნეთი, კოსოვო, სლოვენია, მოლდოვა.
ჯგუფი 4: ალბანეთი, ბელარუსი, ლიეტუვა, ყაზახეთი.

D ლიგა
ჯგუფი 1: მალტა, ანდორა, ლატვია, ფარერები.
ჯგუფი 2:  სან მარინო, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი.

ტურნირის კალენდარი

საქართველოს ნაკრებმა C ლიგის საგზური 2018 წელს მოიპოვა

ერთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი 2020 წლის შემოდგომით გაიმართება.

I ტური: 3-5 სექტემბერი, 2020 წელი
II ტური: 6-8 სექტემბერი, 2020 წელი
III ტური: 8-10 ოქტომბერი, 2020 წელი
IV ტური: 11-13 ოქტომბერი, 2020 წელი
V ტური: 12-14 ნოემბერი, 2020 წელი
VI ტური: 15-17 ნოემბერი, 2020 წელი 

უეფას ერთა ლიგის ფინალური სტადიის შეხვედრები 2021 წლის 2, 3 და 6 ივნისს ჩატარდება, გასავარდნი პლეი ოფის მატჩები კი - 2022 წლის 24, 25, 28 და 29 მარტს.

ტურნირის ფორმატი

უეფამ ერთა ლიგა სანაკრებო ამხანაგური მატჩების ჩასანაცვლებლად დააარსა

ევროპული ასოციაციების 55 ნაკრები უეფას ერთა ლიგის ოთხ - A, B, С და D ლიგებში იასპარეზებს. 2020/21 წლების სეზონში A, B და С ლიგებში 16-16 ნაკრები გამოვა, D ლიგაში - მხოლოდ 7. გუნდები მატჩებს შინ და სტუმრად ჩაატარებენ.

A ლიგის ოთხ ჯგუფში გამარჯვებულები ერთა ლიგის ფინალურ სტადიაზე ითამაშებენ (½-ფინალები, მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი). 

B, C დ D ლიგების ჯგუფების გამარჯვებულები ზედა ლიგაში აღზევდებიან. A და B ლიგების ჯგუფების ბოლოადგილოსნები ქვედა ლიგაში ავტომატურად დაქვეითდებიან.

ვინაიდან С ლიგაში 4 ჯგუფია, ხოლო D-ში ორი, С ლიგიდან მხოლოდ ორი ნაკრები დაქვეითდება. რომელი გუნდები ჩაინაცვლებენ D ლიგაში, ეს 2022 წლის მარტში, პლეი ოფის მატჩებით (შინ და გარეთ) გაირკვევა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი С ლიგის ჯგუფში ბოლო ადგილზე გასული გუნდი 2022 წლის მუნდიალის პლეი ოფში გასვლას შეძლებს, C ლიგიდან ერთა ლიგის რეიტინგით 47-ე და 48-ე გუნდები გავარდებიან.

ერთა ლიგა და მუნდიალის საგზურები 

ამსტერდამში უეფას 44-ე კონგრესს ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი და ალექსანდრე იაშვილიც დაესწრნენ

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის პირველ, 2018/19 წლების სეზონში, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და D ლიგიდან C-ში გადავიდა. ტურნირის გამარჯვებული კი პორტუგალიის ნაკრები გახდა. ის გათამაშება დაკავშირებული იყო ევრო 2020-თან და სწორედ იქ გამორჩეული ნაკრებები (მათ შორის საქართველოც) 26-31 მარტს ევრო 2020-ის ბოლო 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

ერთა ლიგის მეორე გათამაშებას კავშირი უკვე ყატარის მუნდიალთან აქვს, რომელიც 2022 წლის მიწურულს, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

ევროპიდან ყატარში, ჩვეულებრივი შესარჩევიდან, ჯგუფების 10 გამარჯვებული პირდაპირ გაემგზავრება. კიდევ 10 მეორეადგილოსანს კი, ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით, ტურნირის 2 საუკეთესო გუნდი (რომლებიც საგზურს ჩვეულებრივი შესარჩევიდან ვერ მოიპოვებენ და ვერც პლეი ოფში თამაშს გაინაღდებენ) დაემატება. ეს 12 გუნდი ორრაუნდიან პლეი ოფში (½-ფინალები და ფინალები) ითამაშებს და მუნდიალის 3 საგზურს გაითამაშებს.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები