Thumbnail
  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 36-ე პოზიცია შეინარჩუნა
  • ქართველ კალათბურთელებს ევროპაში მე-18 ადგილი უკავიათ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიბას მიერ განახლებულ რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა და კვლავაც 36-ე ადგილზე რჩება, რაც გასული მატჩების გათვალისწინებით, მცირედით მოულოდნელია.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდები თებერვალში ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ციკლში ჩაებნენ და ორივე მატჩი მოიგეს (შინ – შვეიცარიასთან, სტუმრად კი – ევროპის მე-2 გუნდ სერბეთთან), თუმცა, ეს მცირედით წაგვადგა.

საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 5.1 ქულა შეიმატა და 299.1 ქულით მსოფლიოში ისევ 36-ეა, კონკრეტულად ევროპაში კი, მე-18 ადგილი უკავია.

ქართველი კალათბურთელების უახლოესი სამიზნე ფინეთია (319.4), რომელიც საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენების ერთ-ერთი მეტოქეა, საქართველოს შემდეგ კი, რეიტინგში ბელგია (281.9) მოდის.

შეგახსენებთ, რომ ზუროსის შეგირდებს მომდევნო მატჩები შემოდგომაზე ელით. იმავე ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის ეგიდით, ქართველები 27 ნოემბერს ხსენებულ ფინეთს ეთამაშებიან, 30-ში კი – შვეიცარიას, რომელიც კლასიფიკაციაში მხოლოდ 62-ეა.

განახლებული რეიტინგის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

1. აშშ – 781.6 ქულა; 2. ესპანეთი – 722.9; 3. ავსტრალია – 666.5; 4. არგენტინა – 663.7; 5. სერბეთი – 661.3; 6. საფრანგეთი – 656.5; 7. საბერძნეთი – 647.4; 8. ლიტვა – 635.2; 9. ჩეხეთი – 591.5; 10. ბრაზილია – 589.4;

კომენტარები

ბოლო ამბები