Thumbnail
  • ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს პირველობაზე ექვს ქართველ იუნიორს ვიხილავთ
  • მოახლოებულ ტურნირს 4-8 მარტს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს

4-8 მარტს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველო სრული შემადგენლობით იქნება წარდგენილი.

Tondiraba lce Hall-ში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობას 43 ქვეყნის 174 მოციგურავე (36 ვაჟი, 48 გოგონა, 16 სპორტული წყვილი და 29 მოცეკვავე წყვილი) მიიღებს და პირველადაა, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა დისციპლინაში გახლავთ ჩართული.

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია

საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ

ვაჟები: ნიკა ეგაძე

გოგონები: ალინა ურუშაძე

სპორტული წყვილი: ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა

სპორტული ცეკვები: მარია კაზაკოვა და გიორგი რევია

თავდაპირველად, მონაწილები ტრადიციულად მოკლე პროგრამებს შეასრულებენ (მოცეკვავე წყვილები – რითმულ ცეკვას), თავისუფალ პროგრამაში მედლებისათვის ბრძოლას კი 24-24 ვაჟი და გოგონა, 16 სპორტული და 20 მოცეკვავე წყვილი განაგრძობს.

კომენტარები

ბოლო ამბები