Thumbnail

ყაიმი მსოფლიოს ექს-ჩემპიონთან – ძაგნიძე გრან პრის ეტაპში ჩაება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძეს ლოზანაში უძლიერესი მეტოქეები ჰყავს
  • ქართველი მოჭადრაკე შვეიცარიაში 11 პარტიას ჩაატარებს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სტარტი აიღო ქალთა მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპმა ჭადრაკში, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძეა (2509).

ტურნირის პირველ ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, რუს ალექსანდრა კოსტენიუკს (2482) დაუპირისპირდა და ყაიმი დააფიქსირა, მე-2 პარტიას კი თეთრებით ყაზახ ჟანსაი აბდუმალიკთან (2461) ჩაატარებს.

შეჯიბრი წრიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და დასკვნითი პარტიები 13 მარტს გახლავთ დაგეგმილი. ლოზანაში 12 მოჭადრაკეა ჩასული, სასტარტო ტურში კი ექვსივე პარტიაში ყაიმი აღინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ქალთა გრან პრის 2 ეტაპის თავზე ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 293 ქულით, მეორე ადგილზე ალექსანდრა გორიაჩკინაა (რუსეთი, 253), შემდეგ კი მოდიან ეკატერინა ლაჰნო (რუსეთი, 180) და ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 178).

ძაგნიძემ ჯერ მხოლოდ ერთ ეტაპში მიიღო მონაწილეობა, მონაკოში 35 ქულა მიითვალა და გრან პრის 16 მონაწილეს შორის მეცამეტე-მეთოთხმეტე პოზიციებს ინაწილებს.

კომენტარები

ბოლო ამბები