Thumbnail

‘ცუდი რეალი ნახა? თანახმა ვარ, სულ ასე ვითამაშოთ’ – რამოსმა პიკეს უპასუხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ასეთ გამოთქმებს მოვერიდებოდი, მათ თავისი სტილი აქვთ, ჩვენ – ჩვენი'
  • სერხიო რამოსი 'ელ კლასიკოს' შემდეგ ჟერარ პიკეს კომენტარს გამოეხმაურა

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ბარსელონას მცველ ჟერარდ პიკეს უპასუხა, რომელმაც გასული ელ კლასიკოს შემდეგ, “სამეფო კლუბის” მიმართ მწარე სიტყვები არ დაინანა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში რეალმა პრინციპულ მეტოქეს შინაურ კედლებში 2:0 სძლია, რამაც პიკე წყობიდან გამოიყვანა.

“ეს ყველაზე ცუდი რეალი იყო, რაც კი სანტიაგო ბერნაბეუზე მინახავს. პირველ ტაიმში მომენტები რომ გამოგვეყენებინა, მათ დიდი პრობლემები შეექმნებოდათ. ჩვენ დაგვჭრეს, თუმცა, ცოცხლები ვართ და ლიგის მოგება ჯერაც შეგვიძლია”, - აღნიშნა კატალონიელთა უკანახაზელმა.

არ დაახანა რეალის ერთ-ერთი ლიდერის პასუხმაც.

“პიკეს აზრს პატივს ვცემ, თუმცა, ვერ დავეთანხმები. ეს, ჩვენი გათვლა იყო. პირველ ტაიმში ბურთი ბარსელონას მივეცით, მეორეში კი შევუტიეთ და საგოლე მომენტებიც შეგვექმნა. კარგი იქნებოდა, ორზე მეტი გაგვეტანა.

მან ცუდი რეალი ნახა? თანახმა ვარ, როგორც პიკე ამბობს, სულ ასეთ დაბალ დონეზე ვითამაშოთ და კლასიკოები მოვიგოთ ხოლმე. საერთოდაც, ასეთ გამოთქმებს მოვერიდებოდი. მათ თავისი სტილი აქვთ, ჩვენ – ჩვენი”.

წაიკითხე | როგორ მოუგო ზიდანის რეალმა სეტიენის ბარსელონას

 

კომენტარები

ბოლო ამბები