Thumbnail

ხელბურთი | სამტრედიამ ორი მატჩი მოიგო და ლიდერობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გრძელდება საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები ხელბურთში
  • ჩემპიონატები მიმდინარეობს როგორც გოგონებში, ისე ჭაბუკებში

გრძელდება საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები ხელბურთში. გოგონათა უფროს ასაკში, სენაკსა და ყვარელში მორიგი მატჩები მოიგეს ლიდერებმა, სამტრედიამ და ყვარელმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი უკიდურესად დაიძაბა.

ყვარელმა სახლში მოუგო პეგასს (30:30) და თელავს (34:17). სამტრედიამ ორი გამარჯვება მოიპოვა სენაკში: აჭარასთან (32:12) და ტყიბულთან (29:19). სამტრედია 15-დან 15 მოგებით პირველ ადგილზეა, შარშანდელი ჩემპიონი ყვარელი მას 2 ქულით ჩამორჩება.

მესამე ადგილზე მყოფმა ტყიბულმა სენაკში მეორე მატჩიც წააგო ფოთის ოქროს ვერძთან (9:15), თუმცა პოზიცია შეინარჩუნა. ბრინჯაოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა: ტყიბული (22 ქულა), მამული (21), ფოთი (19), პეგასი (18 და თამაში მარაგში), ბათუმის შავი ზღვის გოგონები (17).

გაიმართა უმცროსი ასაკის ჭაბუკთა მორიგი მატჩებიც. აქ დარჩენილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ბოლო, ჯვარედინი ტური. ჯერჯერობით 19-19 ქულით ლიდერობენ გორი და ქარიშხალა, მაგრამ დასავლეთის გუნდებს 5-5 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ამიტომ, პოტენცური ლიდერია ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ხოლო მეორეა სამტრედია. 

გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05)

პეგასი 20:30 ყვარელი 

მამული 29:16 ქარიშხალა 

თელავი 17:34 ყვარელი 

გორი 19:21 მამული 

აჭარა 12:32 სამტრედია 

წყალტუბო 17:23 ფოთი 

ტყიბული 19:29 სამტრედია 

ქუთაისი 2:30 BSG ბათუმი 

ფოთი 15:9 ტყიბული

კომენტარები

ბოლო ამბები